სამოქალაქო პანაშვიდი

საქართველომ უკრაინას ათას ტონაზე მეტი დახმარება გაუგზავნა და ჰუმანიტარული დახმარება გაგრძელდება, თუმცა ამ ომში, როგორც სახელმწიფო, არასდროს ჩავერთვებით, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა რამდენიმე წუთის წინ სამების საკათედრო ტაძარში, სადაც ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსვენებული პირების სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს.

1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული 11 იდენტიფიცირებული ნეშტიდან რვა სამხედრო და სამი მშვიდობიანი მოქალაქეა. ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა. ჟურნალისტებთან საუბრისას მან ყურადღება გაამახვილა რუსეთის აგრესიაზე, უკრაინაში მიმდინარე ომსა და საქართველოს მხრიდან გაწეულ დახმარებაზეც.

თეონა ბარბაქაძე დეტალებით.