სამხედრო ოპერაცია ისრაელსა და ირანს შორის
ისრაელსა და ირანს შორის სამხედრო ოპერაცია გრძელდება – ისრაელმა ღამის განმავლობაში 150-მდე ირანულ სამიზნეზე მიიტანა იერიში. ლიკვიდირებულია 20-ზე მეტი მაღალი რანგის სამხედრო. მსხვერპლია ორივე მხარეს. ღამის განმავლობაში, ირანმა ისრაელის მიმართულებით საპასუხო სარაკეტო იერიშების სერია ოთხჯერ განახორციელა. შედეგად, დაღუპულია სულ მცირე სამი და დაშავებულია 70-ზე მეტი პირი.
თავის მხრივ, ისრაელმა ირანის საჰაერო თავდაცვის ინფრასტრუქტურასა და საჰაერო ბაზებზე საავიაციო დარტყმები განახორციელა. ირანული მხარის ცნობით, იერიშების შედეგად საერთო ჯამში დაღუპულია სულ მცირე 78 და დაშავებულია 300-ზე მეტი პირი. ირანი, იმ შემთხვევაში, თუ ისრაელს დაიცავენ, შტატებს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს სამხედრო ბაზებზე თავდასხმით ემუქრება. მხარეებს კონფლიქტის დიპლომატიური გზით გადაწყვეტისკენ მოუწოდებენ მსოფლიო ლიდერები.
სალომე თორაძე დეტალებით.