ირანმა ისრაელის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტები გაუშვა, რომელიც ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ჩამოაგდეს. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. მიმდინარე მოვლენების გამო, ისრაელის მასშტაბით „განსაკუთრებული და მუდმივი საგანგებო მდგომარეობა“ გამოცხადდა. დახურულია საჰაერო სივრცე, გაუქმებულია ყველა სამოქალაქო რეისი. მზადყოფნის უმაღლეს დონეს აწესებს ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროც.
ამ დროისთვის განგაშის სიგნალები ჩართულია ისრაელის ჩრდილოეთ და ცენტრალურ რაიონებში. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ისრაელის ტერიტორიაზე რამდენიმე აფეთქება მოხდა. განვითარებულ მოვლენებზე ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ მიმართვა გაავრცელა.