აშშ-სა და ისრაელის სამხედრო ოპერაცია ირანის წინააღმდეგ გრძელდება. აფეთქებების ხმა ისმის ირანის რამდენიმე ქალაქში. ოფიციალურმა თეირანმა კი სპარსეთის ყურის ქვეყნებში დარტყმები დაიწყო. კატარში აცხადებენ, რომ ორი ირანული რაკეტა გაანეიტრალეს. ისრაელში აცხადებენ, რომ ირანის წინააღმდეგ „პრევენციული შეტევა“ დაიწყეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, აშშ-ისა და ისრაელის ერთობლივი შეტევის „საწყისი ფაზა“ ოთხი დღის განმავლობაში გაგრძელდება.
გივი ბარამიძე ჩაგვერთვება თემის დეტალებით პირდაპირ ეთერში.