სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი უკრაინისთვის

აშშ-მა უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გამოუყო. მისი ღირებულება 450 მილიონი დოლარია, – ამის შესახებ განცხადება თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჯონ კირბიმ პრესკონფერენციაზე გააკეთა. „პაკეტში შედის შეიარაღება და სამხედრო აღჭურვილობა. მათ შორის მაღალი მობილობის მქონე საარტილერიო სისტემები“, – განაცხადა კირბიმ.

ასევე, პაკეტში შედის ათობით ათასი ტყვია-წამალი და საპატრულო კატერები. ეს დახმარების რიგით მეცამეტე პაკეტია, რომელიც პრეზიდენტმა ბაიდენმა უკრაინისთვის დაამტკიცა. აშშ-ის სამხედრო დახმარების მოცულობამ 6,1 მილიარდს მიაღწია.

დატოვე კომენტარი