სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი უკრაინისთვის

ამერიკის შეერთებული შტატები დღეს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის გამოყოფის შესახებ გამოაცხადებს. აღნიშნულთან დაკავშირებით, განცხადება თეთრ სახლში ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების უფროსმა, ჯონ კირბიმ გააკეთა. მისი თქმით, უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის შესახებ პრეზიდენტი ბაიდენი დღეს ვაშინგტონში, გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან დაგეგმილი შეხვედრის დროს ისაუბრებს. სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, სამხედრო მხარდაჭერის ახალ პაკეტში შევა ზალპური ცეცხლის მართვადი რეაქტიული სისტემები, რომელთა სროლაც „ჰაიმარსებით“ არის შესაძლებელი, ასევე საბრძოლო მასალა ქვეითთა სამხედრო მანქანებისთვის და დაჯავშნილი ტექნიკა გასაშლელი ხიდების დასამონტაჟებლად.