1987 წლის 15 ნოემბერს იმ დროისთვის მოქმედმა მსოფლიო ჩენპიონმა და „ნაპოლის“ ვარსკვლავმა დიეგო მარადონამ „გრანადას“ მაისურით ითამაშა. დიეგომ ამხანაგური შეხვედრა „მალმიოს“ წინააღმდეგ თავის ორ ძმასთან, ლალოსთან და უგოსთან ერთად ჩაატარა. „სამი მარადონას ღამე“ – ასე უწოდა მედიამ საჩვენებელ დაპირისპირებას, რომელიც ფეხბურთის ისტორიაში გამორჩეულია.
#ტაიმაუტი