სამეფო წყვილის სიყვარულის ისტორია #ახალდღეში

9 აპრილს ედინბურგის ჰერცოგი, პრინცი ფილიპი 99 წლის ასაკში გარდაიცვალა და ამით სამეფო ოჯახის ისტორიაში უდიდესი სიყვარულის ისტორია დასრულდა. პრინცი ფილიპი ელიზაბეტ მეორეზე 74 წლის განმავლობაში იყო დაქორწინებული და ამის გამო, მან უარი საკუთარ ტიტულზეც კი თქვა. იშვიათი ოჯახი სამეფო კარზე, რომელიც დიდი სიყვარულის შედეგად შეიქმნა და წლებს გაუძლო. პრინც ფილიპს და ელიზაბეტ მეორეს ოთხი შვილი, რვა შვილიშვილი და ათი შვილთაშვილი ჰყავთ. ფილიპი ჯანმრთელობის გაუარესების გამო, სამეფო ოჯახის ყოველდღიურ ცხოვრებაში ნაკლებად ჩნდებოდა, თუმცა, გასულ წელს, დედოფალთან ერთად, 73-წლიანი ქორწინების იუბილე აღნიშნა.

უფრო დეტალურად კი ჟურნალ „თაიმსის“ მიერ ყველა დროის ყველაზე სტაბილურ ქორწინებად დასახელებული სამეფო წყვილის სიყვარულის ისტორიას გვანცა გიორგაძის სიუჟეტში გაეცნობით.

ახალი დღე