სამძებრო სამუშაოები გომისმთაზე 

გომისმთაზე დაკარგულ ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ. იგი სოფელ შემოქმედის მკვიდრია. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები დაკარგული მოქალაქის საძიებო ოპერაციას დღეს დილიდან აწარმოებენ.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, საძიებო სამუშაოებში ჩართულია გურიის სამმართველოს ათკაციანი ჯგუფი. მათ იმერეთის სამმართველოს ჯგუფი დრონებით ეხმარება. საძიებო მოქმედებები ინტენსიურად მიმდინარეობს.