სამძებრო სამუშაოები დასრულდა
მტკვარში ათი დღის წინ გადავარდნილი მანქანის ბოლო მგზავრის, გიორგი შამუგიას ცხედარი იპოვეს. ინფორმაციას ადასტურებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.
შეგახსენებთ, რომ 14 მაისს, გვიან ღამით, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ავტომობილი, რომელშიც იმყოფებოდა ოთხი მგზავრი, მდინარე მტკვარში გადავარდა. მათგან ერთ-ერთი წყლიდან უვნებლად ამოიყვანეს, რამდენიმედღიანი სამძებრო ღონისძიებების შედეგად, მტკვარში გადავარდნილი ორი პირის ცხედარი იპოვეს, ხოლო დაკარგულ მეოთხე მგზავრს კი მაშველები დღემდე ეძებდნენ.