სამდღიანი „სიჩუმის რეჟიმი“ რუსეთ-უკრაინას შორის

21:25, 09.05.2026

სამდღიანი „სიჩუმის რეჟიმი“ – დღე პირველი. აშშ-ის პრეზიდენტის ინიციატივას 72 საათის განმავლობაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მხარეები დათანხმდნენ, უკრაინის პრეზიდენტმა 9 მაისთან დაკავშირებით განკარგულება გამოსცა, რომლის მიხედვითაც, „აღლუმის დროს მოსკოვის წითელი მოედნის ტერიტორიული კვადრატი გამოირიცხა უკრაინული შეიარაღების გამოყენების გეგმიდან“, შეთავაზებაზე თანხმობა დაადასტურეს მოსკოვშიც, ირკვევა, რომ ამ პერიოდში შედგება ტყვეების გაცვლა.

შეთანხმებას წინ უძღოდა ომში მყოფი ქვეყნების მუქარები, რუსული მედია რამდენიმე დღის წინ საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით წერდა, რომ უწყებამ ქვეყნების წარმომადგენლებს ნოტა გაუგზავნა, რომელშიც კიევიდან დიპლომატებს ევაკუაციისკენ მოუწოდებდა, ვოლოდიმირ ზელენსკი კი 9 მაისს მოსკოვში დაგეგმილ აღლუმზე უკრაინული დრონების გადაფრენას აანონსებდა. ვითარება, აშშ-ის პრეზიდენტის ინიციატივის შემდეგ შეიცვალა, მიღწეული შეთანხმების შედეგად ათასი ათასზე პრინციპით, ტყვეები საკუთარ სამშობლოში დაბრუნდებიან.

სამდღიანი სიჩუმის პოლიტიკური ფასი – ლევან ახალაიას რეპორტაჟში.

მსგავსი