სამბისტთა ეროვნული ნაკრების წევრები საქართველოში დაბრუნდნენ

სამბოში გამარჯვებული სპორტსმენები ევროპის ჩემპიონატიდან საქართველოში გვიან ღამით დაბრუნდნენ. აეროპორტში მათ ოჯახის წევრები, ახლობლები და გულშემატკივრები დახვდნენ.

საქართველოს სამბისტთა ეროვნული ნაკრების წევრებმა სამი ოქროს, ორი ვერცხლის და ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს და გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილზე გავიდნენ.

ევროპის ჩემპიონები გახდნენ თორნიკე ჭოველიძე, მინდია ლილუაშვილი და ელენე ქებაძე. სამივე სამბისტმა ევროპის ჩემპიონის ტიტული კარიერაში პირველად მოიპოვა.