სამაშველო სამუშაოები ტაილანდში 

მიწისქვეშ გატარებული ორი კვირის შემდეგ, ტაილანდის მღვიმეში ჩარჩენილმა 12-მა მოზარდმა და მათმა მწვრთნელმა ოჯახის წევრებს წერილები გაუგზავნეს. ემოციური წერილები მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა. ბავშვები მშობლებსა და ოჯახის წევრებს სთხოვენ, არ ინერვიულონ და აიმედებენ, რომ მალე შეხვდებიან.

პარალელურად, სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს. ტაილანდის მთავრობა ალტერნატიულ ვერსიებს განიხილავს. სამაშველო ოპერაციაში ასობით მოხალისეა ჩართული.  რამდენიმე ადამიანისგან შემდგარი ჯგუფი გამოქვაბულის სიახლოვეს მდებარე მდინარიდან, საიდანაც წყალი სწორედ იმ მღვიმეში ჩაედინება, წყლის დაშრობას ცდილობს.