„სამართლიანი არჩევნების“ განცხადება

„სამართლიანი არჩევნები“ საჯარო რეესტრიდან გათავისუფლებულ პირთა ინტერესებს დაიცავს. ჯამში საუბარია 43 ადამიანზე. ორგანიზაცია საჯარო მოსამსახურეთა დამოუკიდებელ პროფესიულ კავშირ „კონსტიტუციის 78-ე მუხლთან“ ერთად წარდგება სასამართლოში. დღეს სამი პროცესია ჩანიშნული.

მესამე სექტორის წარმომადგენლები სხვადასხვა უწყებიდან და მათ შორის საჯარო რეესტრიდან დასაქმებულთა გათავისუფლებას იმ პეტიციაზე ხელმოწერას უკავშირებენ, რომელსაც საჯარო მოხელეები ხელისუფლების 28 ნოემბრის გადაწყვეტილების შემდეგ შეუერთდნენ და ევროკავშირთან მოლაპარაკებების 2028 წლამდე შეჩერება გააპროტესტეს.