სამართლებრივი გზებით საქართველოს სუვერენიტეტის დაცვა - საჯარო ლექცია გორის თავდაცვის აკადემიაში

სამართლებრივი გზებით საქართველოს სუვერენიტეტის დაცვა – გორის თავდაცვის აკადემიაში თემაზე საჯარო ლექცია ჩატარდა. იუსტიციის მინისტრმა იუნკერებთან შეხვედრაზე აგვისტოს ომზე და მის შედეგებზე ისაუბრა. ყურადღება გამახვილდა ჰააგაში რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე დავებზე და ისტორიულად მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებზე.

განიხილეს ჰააგის სასამართლოს მიერ დაკავების ორდერების გამოცემა ცხინვალის რეგიონის სამ ე.წ. მაღალჩინოსნის მიმართ, რომლებსაც აგვისტოს ომის დროს ქართველი სამოქალაქო ტყვეების წამებასა და არასათანადო მოპყრობაში ედებათ ბრალი. მინისტრის თქმით, საერთაშორისო სასამართლოებში დავების საქართველოს სასარგებლოდ დასასრულებლად, იუსტიციის სამინისტრომ წარადგინა 700-მდე მტკიცებულება და არაერთი დოკუმენტი შესაბამისი ანალიზითა და არგუმენტებით.