სამართლებრივი დავა „ენკასა“ და სახელმწიფოს შორის

15:15, 16.09.2026

მოუწევს თუ არა 400 მილიონ დოლარზე მეტი ჯარიმის გადახდა სახელმწიფოს კომპანია „ენკასთვის“, „ნამახვან ჰესის“ პროექტის შეჩერების გამო. გავრცელებულ ინფორმაციას იუსტიციის მინისტრის მოადგილე ეხმაურება. ბექა ძამაშვილი განმარტავს, რომ საბოლოო გადაწყვეტილება პარიზის სააპელაციო სასამართლომ უნდა მიიღოს და განაჩენი წლის ბოლომდე არ იქნება მიღებული. მისივე თქმით, თურქული კომპანია „ენკა“ არ დაელოდა ამ გადაწყვეტილებას და პარალელურად დაიწყო წარმოება ვაშინგტონის სასამართლოში.

შეგახსენებთ, „ნამახვან ჰესის“ პროექტის შეჩერების საკითხზე ინვესტორთა დავა საქართველომ პირველ ეტაპზე პარიზის საარბიტრაჟო სასამართლოში წააგო, თუმცა, გადაწყვეტილება სააპელაციოში გაასაჩივრა, რაზეც ჯერ საბოლოო განაჩენი არაა მიღებული.

მსგავსი