სამართალდამცავებმა ირანის მოქალაქე აიყვანეს

საპოლიციო კონტროლის ფარგლებში, სამართალდამცავებმა ირანის მოქალაქე აიყვანეს. 1990 წელს დაბადებული პირი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, თბილისში, დააკავეს.

ჩხრეკისას, 1 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი ნივთმტკიცებად ამოიღეს. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც რვიდან ოც წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.