სამართალდამცავებმა 157 კილოგრამი ჰეროინი ამოიღეს
შსს-მ ნარკოტიკების განსაკუთრებულად დიდი რაოდენობის შემოტანის კიდევ ერთი ფაქტი აღკვეთა. სამართალდამცველების მიერ ამოღებულია 157 კილოგრამი „ჰეროინი“, რომლის ფასი ე.წ. შავ ბაზარზე დაახლოებით 50 მილიონი ლარია. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, ასევე, საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით დაკავებულია ირანის მოქალაქე. გამოძიების ვერსიით, სატვირთოს მძღოლს მეზობელი ქვეყნიდან განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება სატვირთოს მისაბმელში არსებული სამალავის საშუალებით შემოჰქონდა.