სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუ

უკრაინაში მიმდინარე ომზე და საქართველოს პოზიციაზე ილაპარაკა საქართველოს პრეზიდენტმა ტელეკომპანია „სი-ენ-ენი“-სთვის მიცემულ ინტერვიუში. „ჩვენ მიერთებული ვართ ყველა საერთაშორისო სანქციას და ეს ძალიან ბევრს ნიშნავს საქართველოს ფინანსური სექტორისთვის,“ – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისი თქმით, საქართველო უკრაინის მხარდასაჭერ ყველა რეზოლუციას უერთდება. როგორც პრეზიდენტი ამბობს, არავინ იცის, რა არის პუტინის საბოლოო მიზანი, თუმცა ის ფიქრობს, რომ რაც არ უნდა ყოფილიყო ამოცანა, ის ამ დრომდე ვერ შესრულდა. სალომე ზურაბიშვილი აღნიშნავს, რომ დრო პუტინის სასარგებლოდ არ მუშაობს.

საქართველოს პრეზიდენტი „სი-ენ-ენ“-თან ინტერვიუში აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონებზეც საუბრობს, მისი თქმით, რუსეთი ამ რეგიონებს სამხედრო ბაზებად იყენებს და პუტინმა არცერთი დაპირება არ შეასრულა, მათ შორის კულტურული დამოუკიდებლობის კუთხით.