საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება - შეფასება პოლიტიკურ სპექტრში
ხელისუფების ოპონენტები, სალომე ზურაბიშვილისა და ოპოზიციის 30 წარმომადგენლის სარჩელებთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, სამარცხვინოს უწოდებენ.
მათი თქმით, ეს არის კიდევ ერთი დასტური, რომ ქვეყანაში არ არის დემოკრატიული ინსტიტუტები და სასამართლო არის მითვისებული მთავრობის მიერ. მმართველი გუნდი კი ამბობს, რომ სამართლებრივად საკონსტიტუციო სასამართლომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისა და ოპოზიციის 30 წარმომადგენლის სარჩელები, რომლებიც 26 ოქტომბრის არჩევნების არაკონსტიტუციურად ცნობას უკავშირდებოდა. პრეზიდენტის თქმით, საკონსტიტუციო სასამართლომ განაჩენი გამოუტანა თავის თავს და ქვეყნის ყველა ინსტიტუტს.