საკონსტიტუციო სასამართლომ 112-ის გადასახადი არაკონსტიტუციურად ცნო

საკონსტიტუციო სასამართლომ 112-ის გადასახადი არაკონსტიტუციურად ცნო, რომელიც ფიზიკური პირებისთვის 20 თეთრი, ხოლო იურიდიული პირებისთვის 50 თეთრია. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ გადასახადი საბოლოოდ გაუქმდება. შესაბამისი სარჩელით სასამართლოს იურისტმა ლევან ალაფიშვილმა მიმართა. სასამართლოს განმარტებით, სადავო ნორმები განსაზღვრავდა მოსაკრებლის გადამხდელ სუბიექტებსა და მოსაკრებლის განაკვეთს და ეს კონკრეტული მოსაკრებელი საქართველოს პარლამენტს უნდა დაედგინა.

აღნიშნული საკითხის მოწესრიგების კონსტიტუციური უფლებამოსილება საქართველოს მთავრობას არ გააჩნდა. აქედან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ სადავო ნორმები არაკონსტიტუციურად ცნო. ამასთან, საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილების აღსრულება  31 დეკემბრამდე გადაავადა.