საკონსტიტუციო სარჩელის განხილვა
საკონსტიტუციო სასამართლოში ამ წუთებში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მოთხოვნით „ქართული ოცნების“ სარჩელის განხილვა იწყება. შვიდი მოსამართლისგან შემდგარი პლენუმი სამი დღის განმავლობაში იმსჯელებს ხუთი ოპოზიციური პარტიის კანონგარეშედ გამოცხადების საკითხზე.
საქართველოს პირველი არხი უზრუნველყოფს აღნიშნული სასამართლო სხდომების გადაღებას, პირველი არხის ვებგვერდზე 1tv.ge-ზე და სოციალური ქსელებით -„იუთუბით“ და „ფეისბუქით“ უწყვეტ ტრანსლირებასა და სატელევიზიო სიგნალის გავრცელებას. შესაბამისი მოთხოვნით არხმა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს მიმართა და მიიღო ნებართვა.
რა ხდება ადგილზე – თემაზე თამუნა წიკლაური მუშაობს.