საკონსტიტუციო სარჩელის განხილვა
9 ნოემბერს განახლდება საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხის განხილვა. დაიწყება კითხვა-პასუხის ეტაპი. რასაც მოწმეებისა და ექსპერტების მოსმენა, მხარეთა პაექრობა და დასკვნითი სიტყვები მოჰყვება. მხოლოდ ამის შემდეგ გავა პლენუმი სათათბიროდ. კონსტიტუციური წყობილების არ აღიარება, სისტემური დანაშაულები, საბოტაჟი და ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მოქმედება – ასეთია მოსარჩელე მხარის ბრალდებები. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ მათ ოპონენტებს ხელშესახები არგუმენტები არ გააჩნიათ.
შეგახსენებთ, შუამდგომლობების წარდგენა და ახსნა-განმარტებები დასრულებულია. სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად ცხრათვიანი ვადა აქვს, სარჩელი კი დაკმაყოფილებულად ჩაითვლება, თუ პარტიების აკრძალვის მოთხოვნას 7 მოსამართლიდან 5 ხელს მოაწერს.