საკონსტიტუციო სარჩელის განხილვა
ცოტა ხნის წინა დასრულდა საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე სხდომა, რომელზეც ხუთი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის აკრძალვის მოთხოვნით „ქართული ოცნების“ საკონსტიტუციო სარჩელს განიხილავდნენ. საკონსტიტუციო სასამართლოში პროცესი მესამე დღეა მიმდინარეობს.
დღევანდელ სხდომაზე კვლავ ოპოზიციის წარმომადგენლების შუამდგომლობებზე იმსჯელეს. გახარიას პარტიის წარმომადგენლებმა დღეს პროცესის ერთი თვით გადადება და ასევე „ქართული ოცნების“ მოქმედი და ყოფილი ლიდერების მოწმის სახით დაბარება მოითხოვეს.
დღევანდელი სხდომის დეტალებით თამარ წიკლაური.