საკონსტიტუციო სარჩელის განხილვა
საკონსტიტუციო სასამართლოში, ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მოთხოვნით, „ქართული ოცნების“ სარჩელის განხილვა მიმდინარეობს. სხდომათა დარბაზიდან რამდენიმე წუთის წინ ხატია დეკანოიძე გააძევეს. მხარეები ამ ეტაპზე შუამდგომლობებს აყენებენ. მოთხოვნა მოსამართლეთა აცილებასთან დაკავშირებით არ დაკმაყოფილდა. პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრებმა კი მათ საქმის ცალკე წარმოებად გამოყოფის შუამდგომლობა დააყენეს, რაც ასევე არ დაკმაყოფილდა. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ასევე მოითხოვა განხილვაზე მოწმის სახით მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის დაბარება. პარალელურად, სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილი არიან ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წევრები და მხარდამჭერები.
თამუნა წიკლაური დეტალებით.