საკონსტიტუციო სარჩელი – შეფასებები
ხელისუფლების ოპონენტების მოთხოვნები და დაუშვებლად ცნობილი შუამდგომლობები – აეკრძალება თუ არა საქმიანობა ხუთ ოპოზიციურ სუბიექტს. სამდღიანი განხილვა დასრულებულია. საკონსტიტუციო სასამართლო მსჯელობას ორშაბათიდან განაგრძობს. როგორც ცნობილია, შვიდი მოსამართლისგან შემდგარი პლენუმი საქმეს პარასკევის ჩათვლით განიხილავს.
მომავალი კვირიდან, მმართველი გუნდი წარადგენს მტკიცებულებებს იმის შესახებ, თუ რატომ ითხოვს ხუთი ოპოზიციური პარტიის საქმიანობის აკრძალვას. საკითხი მმართველ გუნდსა და ოპოზიციაში პოლიტიკური შეფასებების თემაა.