საკონსტიტუციო სარჩელი – შეფასებები
21 ოქტომბრიდან საკონსტიტუციო სარჩელების განხილვა იწყება – საუბარია ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის მოთხოვნაზე. აღნიშნული პოლიტიკური პარტიები მიიჩნევენ, რომ მმართველი ძალა ქვეყანაში გამოხატვისა და სიტყვის თავისუფლებას ზღუდავს. „ქართული ოცნება“ კი განმარტავს, რომ ისინი კონსტიტუციისა და ქვეყნის ნგრევას ემსახურებიან. სასამართლოს სხდომაზე „ქართული ოცნების“ ოთხი დეპუტატი იქნება წარმოდგენილი.
რაც შეეხება თავად ოპოზიციის გეგმებს, ნაწილი ინტერესების დაცვას სხდომის ფორმატში, ნაწილი კი მის მიღმა გეგმავს. სასარჩელო მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილების შემთხვევაში, აიკრძალება ბოლო საპარლამენტო არჩევნებში ბარიერგადალახული ყველა ოპოზიციური პოლიტიკური ძალა, ასევე მოთხოვნილია „ფედერალისტების“ აკრძალვაც.