საკონსტიტუციო სარჩელი – საერთაშორისო გამოხმაურებები
ოპოზიციური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით, მიმდინარე პროცესზე საერთაშორისო გამოხმაურებას პასუხობს მმართველი გუნდი. „ქართული ოცნება“ საერთაშორისო გზავნილებს გარე ჩარევასა და საკონსტიტუციო სასამართლოზე ზეწოლის მცდელობას უწოდებს.
მიმდინარე საკონსტიტუციო პროცესს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი და „ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსი ევროპისთვის“ გამოეხმაურნენ და „ქართული ოცნებისგან“ სარჩელის უკან გაწვევა მოითხოვეს. რაც შეეხება ALDE-ს, მათი თქმით, ევროკავშირმა ამ პროცესს პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ უფრო მკაცრი სანქციებით უნდა უპასუხოს.