საკონსტიტუციო სარჩელი – პოლიტიკური შეფასებების თემა

21:07, 01.11.2025

სამი პარტია ასაკრძალთა სიაში, ორი სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში და ცხრა თვე გადაწყვეტილების მისაღებად. ვისთვის აღმოჩნდება პოლიტიკური მემკვიდრეობა პოლიტიკური განაჩენი. სამივე პარტია ბარიერგადალახულია, თუმცა საკუთარი სურვილით საკანონმდებლო ორგანოს მიღმა დარჩენილი. საქმის არსებითი განხილვის შემდეგ გაირკვევა, რამდენად მყარია კონკრეტული პარტიის არაკონსტიტუციურობის სამართლებრივი დასაბუთება და რით ამყარებს სარჩელს მმართველი გუნდი იმის დასამტკიცებლად, რომ ოპოზიციის ეს ნაწილი მართლაც უქმნიდა საფრთხეს კონსტიტუციურ წესრიგს.

ასაკრძალთა სიაში მოხვედრილები ამბობენ, რომ ამ პარტიების გაუქმებით „ქართული ოცნება“ პოლიტიკური ველის გასუფთავებას ცდილობს, ბათუმში უკვე ჩაიტანა სარჩელი „ლელომ“, რომელიც იმ საკანონმდებლო ნორმების არაკონსტიტუციურად გამოცხადებას ითხოვს, რომლითაც პარტიებისა და კონკრეტული პოლიტიკოსებისთვის პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვას უზრუნველყოფს.

ვინ რჩება, ვინ მიდის და ვის უშვებენ პოლიტიკიდან, ისტორიული პროცესის მოლოდინში – ცარო კირვალიძის რეპორტაჟი.

მსგავსი