საკონსტიტუციო სარჩელი – მხარეთა პოზიციები

21:05, 24.10.2026

სამი დღე, მოსარჩელე მხარის ოთხი წარმომადგენელი და ხუთი ოპოზიციური პარტია პლენუმის წინაშე, საკონსტიტუციო სარჩელის განხილვა ორშაბათიდან გაგრძელდება. სასამართლო საქმის არსებით განხილვას სწორედ მომავალ კვირას დაიწყებს. შუამდგომლობების ეტაპი ბათუმში ხმაურიანი აღმოჩნდა: პოლიტიკური ურთიერთბრალდებები, სასამართლოს მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადებები, დარბაზიდან გაძევებული ოპოზიციონერები და მათ მიერ წარდგენილი, დაუკმაყოფილებელი შუამდგომლობები. პოლიტიკური განცხადებების ფონზე, სასამართლო მკაცრად სამართლებრივ არგუმენტებს ითხოვს.

სასარჩელო მოთხოვნაში მმართველი გუნდის ძირითადი არგუმენტები კი ასეთია: სისტემური დანაშაულები, კონსტიტუციური წყობილების არაღიარება, საბოტაჟი და სახელმწიფო ინტერესების დაზიანება. სწორედ ამ არგუმენტების მტკიცებულებებით დასაბუთება მოუწევს მოსარჩელეს საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე. სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება კი საქმის წარმოებაში მიღებიდან 9 თვის ვადაში გამოცხადდება. 

მსგავსი