საკონსტიტუციო სარჩელი

21:10, 25.10.2025

„პოლიტიკური ძალები, რომელთა დღის წესრიგი ქვეყნის საბოტაჟით არის განსაზღვრული, უნდა აიკრძალოს,“ – ამ მოტივით მოამზადა მმართველმა გუნდმა საკონსტიტუციო სარჩელი, რომელიც სასამართლოს უახლოეს დღეებში წარედგინება. საკანონმდებლო ორგანომ დოკუმენტზე მუშაობა თითქმის დაასრულა და ცნობილია ის მთავარი სასარჩელო მოთხოვნები, რომლის დაკმაყოფილებასაც მმართველი პარტია საკონსტიტუციო სასამართლოსგან ელოდება.

რა კრიტერიუმებით განისაზღვრება პარტიათა ჩამონათვალი, რომელთა საქმიანობაც უნდა აიკრძალოს, ვინ იქნება სიაში, ვისაც პოლიტიკური მოღვაწეობა შეეზღუდება და გავრცელდება თუ არა აკრძალვა მათზე, ვინც პარტიულ სიაში არ იყო, თუმცა, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნისას გადაწყვეტილებებს იღებდა.

მიხეილ სააკაშვილის დაფუძნებულ პარტიაში ამბობენ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არა მხოლოდ პარტია, არამედ იდეაა და მის წინააღმდეგ წამოწყებული დავა კონსტიტუციურ ნორმებს არღვევს. სარჩელს ამზადებს „ლელო-ძლიერი საქართველო,“ რომელიც პარლამენტის მიერ ორგანულ კანონში მიღებულ ცვლილებებს ასაჩივრებს.

მსგავსი