საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა

გრძელდება საკონსტიტუციო ცვლილებების საჯარო განხილვა. ამ წუთებში ბათუმის საზოგადოებრივ მაუწყებელში პროექტზე მსჯელობა იწყება. ცვლილებების განხილვა აჭარის ტელევიზიით გადაიცემა, კომისიის წევრები აჭარაში უკვე ჩავიდნენ და ემზადებიან, რომ პირდაპირი ეთერის რეჟიმში მოქალაქეთა კითხვებს უპასუხონ.

კომისიის საქმიანობაში არ მონაწილეობს „ევროპული საქართველო“ და „ნაციონალური მოძრაობა“. თუკი ოპოზიცია საარჩევნო ცვლილებებს მხარს არ დაუჭერს, მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ეს მთლიანად მათი ოპონენტების პასუხისმგებლობა იქნება.