საკოლექციო მონეტა ქართული ხელბურთის პოპულარიზაციის მიზნით

21:15, 10.01.2026

ეროვნული ბანკი ერთი ლარის ნომინალის ვერცხლის, ახალ საკოლექციო მონეტას უშვებს. გადაწყვეტილება ქართული ხელბურთის პოპულარიზაციის მიზნით მიიღეს და საქართველოს ხელბურთის ეროვნული ნაკრების ევროპის 2026 წლის ჩემპიონატზე ასპარეზობას ეძღვნება. „ხელბურთი 2026“ მონეტის დიზაინის ესკიზი ფედერაციის მიერ ეროვნულ ბანკთან თანამშრომლობით მომზადდა. სამიათასიანი ტირაჟით მონეტები ყაზახეთის ზარაფხანაში ექსკლუზიური ტექნოლოგიების გამოყენებით მოიჭრა.

ქართველმა სპორტსმენებმა ევროპის ჩემპიონატის საგზური 2024 წელს მოიპოვეს და უდიდეს სახელბურთო ფორუმში მიიღეს მონაწილეობა. 2026 წელი ეროვნული ფედერაციისთვისაც საიუბილეოა, ხელბურთის დაარსებიდან 70 წელი გავიდა. საქართველოს ნაკრები კი სლოვენიაში შეკრებაზე იმყოფება და ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება. ქართველმა ხელბურთელებმა ამხანაგური მატჩი გამართეს და ქუვეითის ნაკრები დაამარცხეს.

მსგავსი