სახელმწიფოს კუთვნილი 4 მილიონ ლარზე მეტი თანხის თაღლითურად დაუფლების საქმე – თბილისის საქალაქო სასამართლოში, კომპანია B.P. TRANS– ის მფლობელის, ბიჭიკო პაიკიძის, ამავე კომპანიის დირექტორის, ვალერიან კვარაცხელიას და კიდევ ოთხი პირის საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელ სასამართლო სხდომაზე დაკავებულებისა და საქართველოს ფარგლებს გარეთ მყოფი ბიჭიკო პაიკიძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობენ.
სახელმწიფო ბრალდება ბრალდებულების მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გამოყენებას ითხოვს, დაცვის მხარე კი გირაოს გამოყენებით შუამდგომლობს.
ხატია ჯამალაშვილი დეტალებით.