სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება დაიწყო

18:03, 07.03.2026

ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში გუბაზ სანიკიძე მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით უნდა გამოიკითხოს. სანიკიძესთან, თინა ხიდაშელსა და გიორგი კანდელაკთან კითხვები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს აქვს. გამოძიების ფარგლებში, პოლიტიკოსებმა უწყებაში მისვლა არ ისურვეს და კითხვებზე პასუხს სასამართლოში გასცემენ.

მანამდე კი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განცხადება გაავრცელა, სადაც ბოლო პერიოდში აღნიშნული პირების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა. განცხადებაში ვკითხულობთ: „ბოლოო დღეების განმავლობაში სხვადასხვა პირის მიერ, საჯაროდ, არაერთი ინფორმაცია გახმოვანდა საქართველოში სხვა ქვეყნების მხრიდან კადრების რეკრუტირების შესახებ და მათ შორის, იყო დადანაშაულება თუ მინიშნებები ტერორიზმის მიმართულებით. ყურადღებით ვაკვირდებით და ვსწავლობთ როგორც ფაქტობრივი მოცემულობის საწინააღმდეგო ამ განცხადებების შინაარსს, აგრეთვე მათი ავტორების მოტივაციას, დაადანაშაულონ საქართველო მსგავს საკითხებში, განსაკუთრებით რეგიონში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების ფონზე და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ასეთი განცხადებების არცერთ ავტორს სამართალდამცველებისთვის არასდროს არანაირი ინფორმაცია არ მოუწოდებია.

დაწყებულია გამოძიება და განცხადებების ავტორებს დაესმებათ კითხვები ყველა მიმართულებით, მათ შორის, საშუალება მიეცემათ გამოძიების ფარგლებში მაინც მიუთითონ რაიმე კონკრეტული ფაქტის შესახებ,“ – აცხადებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.

მსგავსი