სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის განცხადება

საპარლამენტო გამოსვლის შემდეგ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა მედიის კითხვებს უპასუხა. გრიგოლ ლილუაშვილმა ქვეყნის პრეზიდენტს მიმართა და ზურაბიშვილს იმ კონკრეტული ფაქტების წარმოდგენა მოსთხოვა, რომელიც დაამტკიცებს, რომ უწყება პრეზიდენტს უსმენს.

ლილუაშვილის შეფასებით, მოსმენებთან დაკავშირებით დღეს მხოლოდ პოლიტიკურად ანგაჟირებული პირები საუბრობენ. შეგახსენებთ, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ჯერ კიდევ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც საუბრისას იმაზე ვფიქრობთ, ტელეფონი დავიტოვოთ თუ გავიტანოთ“.