სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება
დაკავება სუს-იდან საიდუმლო ინფორმაციის გატანისთვის – ინფორმაციას სუს-ი ავრცელებს. „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გენერალურმა ინსპექციამ, შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციასთან ერთად, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების ფარგლებში, სუს-ის ყოფილი და ამჟამად შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქმედი თანამშრომელი დააკავა, რომელსაც ბრალი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში ედება.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 321-ე მუხლით მიმდინარეობს. „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ყოველთვის განსაკუთრებით მკაცრი და შეუვალი იქნება ნებისმიერი, მცირე მასშტაბის შიდა ინფორმაციის გატანის მიმართაც კი და პირი, რომელიც მსგავს ქმედებას ჩაიდენს, უმკაცრესად იქნება დასჯილი“, – აღნიშნულია განცხადებაში.