სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება

15:23, 11.12.2025

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ერთ-ერთ მედიასაშუალებაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, თითქოს, ისრაელის ქნესეთის რამდენიმე წევრმა ტერორისტული თავდასხმების საფრთხის გამო, საქართველოში დაგეგმილი ვიზიტი გააუქმა. აღნიშნულ ინფორმაციას უარყოფს სუს-ი და აცხადებს, რომ არც საქართველოს და არც ისრაელის სპეცსამსახურებს არანაირი ინფორმაცია საქართველოში მოსალოდნელი ტერორისტული თავდასხმების საფრთხის შესახებ არ ჰქონიათ და შესაბამისად, არც არავისთვის გაუზიარებიათ.

მსგავსი