სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური კორონავირუსთან დაკავშირებით, ცრუ ინფორმაციის გავრცელების საქმესთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.

ტექსტში აღნიშნულია, რომ პირთა ჯგუფმა, საქართველოს რამდენიმე მოქალაქეს, „მთავრობის“ და „ჯანდაცვის“ სახელით გაუგზავნა ცრუ შეტყობინებები ვირუსის გავრცელების შესახებ. რისი მიზანიც, კორონავირუსთან დაკავშირებით პანიკის დათესვა იყო, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუშლიდა სახელმწიფო დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ნორმალურ ფუნქციონირებას. გამოძიება საბოტაჟის ბრალდებით მიმდინარეობს.