გამაფრთხილებელ განცხადებას ავრცელებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. სუს-ის ინფორმაციით, 14 დეკემბერს პრეზიდენტის არჩევნების ჩაშლა და დესტრუქციული ქმედებები იგეგმება, რისი მიზანიც სახელისუფლებო კრიზისის შექმნაა. თუ უწყების განცხადებას დავეყრდნობით, მიმდინარე კვირას გარკვეული ჯგუფები სიტუაციის მაქსიმალურად დაძაბვას აპირებენ. განცხადებაში ნახსენებია მსხვერპლიც. სუს-ის მხრიდან დესტრუქციული ჯგუფების მხრიდან საპროტესტო მუხტის გასაზრდელად განიხილება ტელეკომპანია „ტვ-პირველის“ ჟურნალისტსა და ოპერატორზე მომხდარი თავდასხმაც.
სუს-ის დღევანდელ გაფრთხილებას ოპოზიციური სპექტრის მხრიდან მწვავე რეაქცია მოჰყვა. პრეზიდენტი გავრცელებულ ინფორმაციას არ ენდობა და მას ხალხის ფსიქოლოგიურად დატერორების მცდელობად მიიჩნევს.
თათია ტაბეშაძე განაგრძობს საუბარს.