სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაარსების დღე

21:18, 01.08.2026

პირველი აგვისტო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაარსების დღეა. მეთერთმეტე წლისთავი უწყებაში საზეიმო ღონისძიებით აღინიშნა. „სუს-ი უმთავრეს როლს ასრულებს საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დაცვაში, დესტრუქციული ძალების მცდელობები, გამოეწვიათ ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა, წარმატებით აღიკვეთა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას.

ღონისძების მონაწილეებს მიმართეს საქართველოს პრეზიდენტმა და პარლამენტის თავმჯდომარემ. სამსახურის დაარსების დღესთან დაკავშირებით თანამშრომლები უწყებრივი მედლებითა და სამკერდე ნიშნებით დაჯილდოვდნენ. მაღალი პროფესიონალიზმისთვის, მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულებისა და სახელმწიფო უსაფრთხოების ინტერესების დაცვაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის წელს პირველად გაიცა სახელმწიფო უსაფრთხოების ეროვნული ჯილდოც.

მსგავსი