სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაარსების დღე
პირველი აგვისტო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაარსების დღეა – თარიღთან დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში საზეიმო ღონისძიება გაიმართა. დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, საქართველოს პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ. ღონისძიებაზე წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გმირულად დაღუპული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ოფიცრების ხსოვნას. გეკა გელაძემ კი თანამშრომლები უწყებრივი მედლებითა და სამკერდე ნიშნებით დააჯილდოვა.
მაღალი პროფესიონალიზმისთვის, სამსახურებრივი მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულებისა და სახელმწიფო უსაფრთხოების ინტერესების დაცვაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის წელს პირველად სახელმწიფო უსაფრთხოების ეროვნული ჯილდო გაიცა.