2024 წლის ანგარიში გამოაქვეყნა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა. შემაჯამებელი დოკუმენტის დიდი ნაწილი იმ გეგმაზე საუბარს ეთმობა, რომელიც უწყების განმარტებით, ქვეყანაში და ქვეყნის ფარგლებს გარეთ მოქმედ პირთა მხრიდან მზადდებოდა. აღნიშნულის მიზნად ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა სახელდება. საუბარია უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების მხრიდან პოლიტიკურ ლიდერებთან და მედიის წარმომადგენლებთან კონტაქტების დამყარებაზე, საეჭვო კავშირებსა და დაფინანსებაზე. პოლიციელებთან დაპირისპირება, პროვოკაცია, სტრატეგიული ობიექტების ბლოკირება და მსხვერპლი.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, გეგმის შესრულებაში უკრაინაში მყოფი ქართველებიც იყვნენ ჩართულები. ასევე, ანგარიშის მიხედვით, დაფიქსირდა უცხო ქვეყნების მოქალაქეთა მხრიდან საქართველოს ტერიტორიაზე საეჭვო საქმიანობის განხორციელების ფაქტები. უწყებაში ამბობენ, რომ ამ კატეგორიის ზოგიერთი პირის მიმართ გატარდა კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, მათ შორის ამოქმედდა სასაზღვრო კონტროლის მექანიზმი“.