სახელმწიფო აუდიტის დასკვნა

თავდაცვის სამინისტრო მორიგ სკანდალში ეხვევა. აუდიტის სამსახურის მიერ გამოვლენილი შესაძლო თაღლითური სქემით მთავარი პროკურატურა უკვე დაინტერესდა. უწყების ხუთი თანამშრომელი სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაშია მიცემული.

საუბარია ყოფილი თანამშრომლების მონაცემების გამოყენებით, სამინისტროს კუთვნილი თანხების უკანონოდ დაუფლებაზე. ამ სქემის გარდა, საგამოძიებო უწყებამ ძიება, შესაძლოა, კიდევ რამდენიმე სავარაუდო კორუფციულ გარიგებაზე დაიწყოს, რომლებიც ასევე აუდიტის სამსახურმა გამოავლინა. საეჭვო გარიგებები ტენდერის გარეშე გაფორმებულ კონტრაქტებს ეხება.

გურამ როგავა გაეცნო მაკონტროლებელი უწყების მიერ მოპოვებულ მასალებს.