სახალხო დამცველის განცხადება

12:19, 04.08.2025
საქართველოს სახალხო დამცველი N5 პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული ნინო დათაშვილის შესახებ განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ ომბუდსმენი მის უფლებრივ მდგომარეობაზე ზედამხედველობას აგრძელებს. 2 აგვისტოს შეხვედრისას ნინო დათაშვილმა სხვადასხვა საკითხზე ისაუბრა, მათ შორის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და პატიმრობის პირობებთან დაკავშირებით, რაც თავის მხრივ, არსებით გავლენას ახდენს ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე.
საკითხის შესწავლისა და შეფასების მიზნით, სახალხო დამცველის აპარატს დამატებით უკვე გამოთხოვილი აქვს ბრალდებულის სამედიცინო დოკუმენტაცია სრულად, თუმცა ვინაიდან ეს მონაცემები ნინო დათაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალურ ინფორმაციას მიეკუთვნება, აპარატის მიერ არ ხდება მისი გასაჯაროება.
შსს-ს ცნობით, ნინო დათაშვილი 2025 წლის 9 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოში არ დაემორჩილა მანდატურის თანამშრომლებს და ერთ-ერთ მათგანს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. პოლიციამ ნინო დათაშვილი საჯარო მოსამსახურეზე თავდასხმის ბრალდებით 20 ივნისს დააკავა. 21 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულ ნინო დათაშვილს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.

მსგავსი