სახალხო დამცველის აპარატის განცხადება

12:12, 05.10.2026

სახალხო დამცველის აპარატი პატიმარ გიორგი დავითაძესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადების თანახმად, 3-4 ოქტომბერს საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულები №6 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფებოდნენ, სადაც მსჯავრდებული გიორგი დავითაძე და სამი სხვა პატიმარი მოინახულეს, რომლებიც დავითაძის მიმართ განხორციელებულ ქმედებებს აპროტესტებდნენ. როგორც ცნობილია, 2026 წლის 4 ოქტომბერს გიორგი დავითაძემ რამდენიმე გაურკვეველი მცირე ზომის საგანი გადაყლაპა.

სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, სახალხო დამცველის რწმუნებულთან შეხვედრისას გიორგი დავითაძემ განმარტა, რომ თავს კარგად გრძნობდა. „დავითაძის განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება პროტესტის ფორმას წარმოადგენს და იგი კლინიკაში გადაყვანას არ დათანხმდება, ვიდრე მისი მხარდაჭერისთვის დეესკალაციის ოთახებში გადაყვანილ პატიმრებს საკნებში არ დააბრუნებდნენ. სახალხო დამცველის რწმუნებულები, ასევე იმ პატიმრებს გაესაუბრნენ, რომლებმაც გიორგი დავითაძის მიმართ მხარდაჭერა გამოხატეს. მათ პროტესტის მიზეზებსა და დაწესებულებაში არსებულ პირობებზე ისაუბრეს. სახალხო დამცველის აპარატი გააგრძელებს გიორგი დავითაძის უფლებების დაცვის საკითხის მონიტორინგს“, – ნათქვამია სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი