სახალხო დამცველის ანგარიში

სახალხო დამცველმა ანგარიში წარადგინა. საუბარია 18 მაისიდან 22 ივნისის ჩათვლით, დისტანციური წესით გამართულ 279 სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო სხდომების მონიტორინგზე. დოკუმენტის მიხედვით, აქცენტი გაკეთდა სხდომების მნიშვნელოვანი ნაწილის დაგვიანებით დაწყებაზე.

ომბუდსმენის ინფორმაციით, მოწმეთა დაკითხვის დროს, ტექნიკური ხარვეზების გამო, რთული იყო მათი ვიზუალური აღქმა და საუბრის გარჩევა. სახალხო დამცველი პარლამენტს რეკომენდაციით მიმართავს, დისტანციური პროცესის დროს, მოწმეთა დაკითხვის წესის რეგულირება მოხდეს.