სახალხო დამცველის ანგარიში

პარლამენტში სახალხო დამცველის მოსმენა გრძელდება – ნინო ლომჯარია დეპუტატებს 2020 წლის ანგარიშს წარუდგენს. ომბუდსმენი იმ გამოწვევებზე და პრობლემებზე საუბრობს, რაც გასულ წელს ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით გამოიკვეთა. მათ შორის საუბარია დარღვევებზე პენიტენციურ დაწესებულებებში. სახალხო დამცველის თქმით,  გადაცდომებს ჰქონდა ადგილი სამართალდამცველების მხრიდან.

განსაკუთრებული ყურადღება კი გამახვილდა ბავშვებზე და მათ სოციალურ მდგომარეობაზე. დეპუტატებმა ნინო ლომჯარიას შეკითხვებიც დაუსვეს.

თეონა მანაგაძჩაგვერთვება პირდაპირ ეთერში პარლამენტიდან – რა ეტაპზეა მოსმენა და რა შეკითხვები აქვთ დეპუტატებს?