სახალხო დამცველის ანგარიში

ამ წუთებში სახალხო დამცველი პარლამენტში 2020 წლის ანგარიშს წარადგენს. ნინო ლომჯარიას ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე უსმენენ. 486-გვერდიან ანგარიშში მიმოხილულია 2020 წელს კონსტიტუციით გარანტირებული ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით ქვეყანაში არსებული გამოწვევები და პროგრესი, ასევე, სახალხო დამცველის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობა.

დეპუტატები ამბობენ, რომ კომიტეტის სხდომაზე სახალხო დამცველის მიერ გაცემულ ყველა რეკომენდაციას განიხილავენ. კომიტეტის შემდეგ ნინო ლომჯარია ფართო საზოგადოების წინაშე ანგარიშით უკვე მომავალ კვირაში პლენარულ სხდომაზე წარდგება.