სახალხო დამცველის ახალი რეგიონული ოფისი ამბროლაურში

15:20, 09.07.2025

სახალხო დამცველმა ამბროლაურში აპარატის ახალი რეგიონული ოფისი გახსნა, რომელიც უზრუნველყოფს რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში უფლებადარღვევის ფაქტების გამოვლენას და ხელს შეუწყობს სახალხო დამცველის მანდატის ეფექტიან განხორციელებას. აღსანიშნავია, რომ ოფისი ამბროლაურის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის მიერ გადაეცა სახალხო დამცველის აპარატს. ამ ეტაპზე სახალხო დამცველის აპარატის რეგიონული ოფისები ათ სხვადასხვა ქალაქში მდებარეობს. რაჭის ახალი ოფისი ამბროლაურში, ბრატისლავა-რაჭის ქუჩა 11-ში არის განთავსებული.

მსგავსი